პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია შეიქმნას ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა, რომელიც ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

რა არის ბოტი?

მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს უწოდებენ. რობოტი ადამიანის შექმნილია და დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი აძლევს. ამ დავალებებს რობოტი უკვე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს. თავად სიტყვა „რობოტი“ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა, ის პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი“ კიდევ ერთი ახალი სიტყვა –- „ბოტი“ წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადასხვა ამოცანებს. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამებია.

რა არის ჩეთ ბოტი?

ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთ ბოტი (ინგლ. Chat საუბარი). ჩეთბოტებს ადამიანთან მოსაუბრე პროგრამებს უწოდებენ. ასეთ პროგრამას ადამიანის მსგავსად შეკითხვაზე პასუხის გაცემა და დიალოგის წარმართვა შეუძლია.

ინფორმაციული ნაკადების ზრდასთან ერთად ახალ გზებს ეძიებენ, რათა აუდიტორიას ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელი გზით მიეწოდოს. ინფორმაციის ვიზუალური ხერხებით (ინფოგრაფიკა, ვიზუალური თხრობა) მიწოდების ახალ ტენდენციას ნელ-ნელა ვერბალიზაცია, ანუ ახალი მიდგომა ცვლის, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს მომხმარებლის ინდივიდუალობას და მასზე მორგებული სახით აწვდის ინფორმაციას.

ინტერაქტიული ბიბლიოთეკა

არავინ იცის, როგორი იქნება წიგნი მომავალში. დღეს, როდესაც მომავლის წიგნზე საუბრობენ, ძირითადად გულისხმობენ ელექტრონულ წიგნს, ანუ წიგნს, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის ეკრანზე იქნება გამოსახული. ამაში გასაკვირი არაფერია. ახალ თაობას ეკრანიდან წამკითხველებს უწოდებენ, ვინაიდან მათ ინფორმაციისა და ცოდნის დიდი ნაწილი კომპიუტერის, მობილური ტელეფონის ან სულაც ტელევიზორის ეკრანიდან აქვთ მიღებული. შესაბამისად, მათთვის წიგნის კითხვა ეკრანიდან სავსებით ბუნებრივი იქნება. მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალში წიგნი არა მხოლოდ გარეგნულად შეიცვლება, არამედ შინაარსობრივადაც სხვანაირი იქნება.

მომავლის წიგნი შეიძლება ავტორის ენობრივი ასლი იყოს. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ესაუბროს ავტორს და მისგან მიიღოს ის, რაც მისთვის, კონკრეტული მკითხველისათვის, საინტერესო და ღირებულია. შეიძლება მომავლის ბიბლიოთეკა სხვადასხვა ავტორის ენობრივი ასლების უზარმაზარი არქივი იყოს, რომელშიც დაცული იქნება ამა თუ იმ პირის ნებისმიერი სიტყვა თუ გამონათქვამი. მომხმარებელს კი ამ არქივთან ინტერაქტიული დიალოგის გამართვის შესაძლებლობა ექნება. ან მომავლის ბიბლიოთეკა შეიძლება პერსონაჟების ბიბლიოთეკა იყოს. მომხმარებელს შეეძლება ამა თუ იმ პერსონაჟს დაელაპარაკოს, მასთან პირდაპირ, უშუალო კონტაქტში შევიდეს, დაუმეგობრდეს და პერიოდულად სხვადასხვა თემაზე ელაპარაკოს.

პროექტის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი მოსწავლეების მონაწილეობით ქმნიან ახალ პლატფორმას „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“, რომელზეც ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტები განთავსდება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მათთან გასაუბრებას. „ანიმაჩეთბოტიქსის“ პლატფორმასთან სამუშაოდ აუცილებელი არ არის პროგრამირების ან კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სპეციფიკური განათლება. პროექტის მსურველებისათვის მომზადებული ტუტორიალები ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, მარტივად შეისწავლოს ჩეთბოტის აწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვინახავთ ნებისმიერ პირად ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ჩეთბოტის რეგისტრაციისას ან ვებგვერდზე სტუმრობისას რეგისტრაციის ფორმით ან სხვა საშუალებით.

პირადი ინფორმაციის მოწოდებით და ვებგვერდის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის. თუ არ ეთანხმებით მოცემულ დოკუმენტს, გთხოვთ ნუ ისარგებლებთ ვებგვერდით და ნუ მოგვაწვდით პირად ინფორმაციას.

ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ, მოიცავს:

ინფორმაციის შენახვა

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული. მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს.

„ქუქის“–ის გამოყენება

„ქუქის“-ის გამოყენება ხდება თქვენი ვებსერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით. ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლით ადასტურებთ, რომ ჩვენ გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენი „ქუქის“-ის ინფორმაცია.

„ქუქის“-ი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის „ჰარდ“დისკზე. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებგვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზებული მომსახურების შემოთავაზებაში.

ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შედეგად რეგისტრაციისას ჩვენი თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით ან/და თქვენგან მიღებული წერილობითი თანხმობის საფუძველზე თქვენ გვანიჭებთ უპირობო უფლებას, თქვენი დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები თქვენთვის დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით ან სხვადასხვა კვლევის ფარგლებში.

ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

მომავალში კონფიდენციალურობის დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში იქნება რაიმე არსებითი ან მატერიალური სახის ცვლილება, შეგატყობინებთ ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.